ივანე ჩხაიძე: შესაძლოა, გვყავდეს 30 000 ინფიცირებული ერთი დღის განმავლობაში

“ერთ-ერთი შესაძლო სცენარი მოვლენების განვითარების შესაძლოა, სწორედ ასეთი იყოს – 30 000 ინფიცირებული ერთი დღის განმავლობაში. იმედი გვაქვს, რომ 7-10 დღის განმავლობაში მიაღწევს საქართველო მაქსიმუმს და შემდეგ დაიწყება შემთხვევების კლება”, – ამის შესახებ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ინფიცირების ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელი თებერვლის პირველი ათი დღის განმავლობაში არის მოსალოდნელი.

“ძალიან ხანმოკლეა “ომიკრონით” გამოწვეული მთლიანი ტალღა – აღმავალი მრუდი, პიკი და შემდეგ შემცირება. ამიტომ ვამბობთ, რომ თებერვლის პირველ ათ დღეში იქნება ყველაზე მაღალი მაჩვენებელი”, – აცხადებს ივანე ჩხაიძე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები