ბიძინა კულუმბეგოვი: კერძო ბიზნესმა უნდა გამოიჩინოს პასუხისმგებლობა და ყველა სტუმარი დაუშვას ტესტით ან ვაქცინაციის სტატუსით

ალერგოლოგ-იმუნოლოგის, ბიძინა კულუმბეგოვის თქმით, კერძო ბიზნესმა ყველა სტუმარი ობიექტზე კოვიდ-ტესტის უარყოფითი პასუხის ან ვაქცინაციის დამადასტურებელი საბუთით უნდა დაუშვას.

“კერძო ბიზნესმა, და არამარტო, უნდა გამოიჩინოს სამოქალაქო და სოციალური პასუხისმგებლობა და ყველა სტუმარი ობიექტზე დაუშვას ან ახალი (48 სთ) ტესტით ან ვაქცინაციის სტატუსით (ბოლო ინიექციიდან 3 თვეში ბუსტერის მოთხოვნით)”, – წერს კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში.

მისივე თქმით, ეს წესი მინიმუმ შემდეგი 1 თვე უნდა მოქმედებდეს.

“მე პირადად მხოლოდ ასეთ ობიექტებზე ვაპირებ სტუმრობას!”, – აღნიშნა კულუმბეგოვმა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები