ბიძინა კულუმბეგოვი – “პრაქტიკულად, უკვე პიკურ სიტუაციაში ვართ“

„ჩვენ წინასწარ ვიცოდით, რომ ყოველდღიურად მოცირკულირე შემთხვევები 60-70-ზეც შეიძლებოდა, ასულიყო. ალბათ, ახლა ამ მასშტაბთან გვაქვს საქმე. ეს ნიშნავს, რომ, პრაქტიკულად, ჩვენ უკვე პიკურ სიტუაციაში ვართ“, – განაცხადა ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა.

მანვე აღნიშნა, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს, ვინაიდან საწოლფონდის თითქმის 40% თავისუფალია.

„პანიკურ სიტუაციაში არ უნდა ჩავცვივდეთ. ჩვენთვის მთავარი კრიტერიუმია, რამდენია მძიმე პაციენტი და რამდენი საწოლი გვაქვს დარჩენილი კლინიკაში. მოსახლეობას უნდა ვუთხრათ, რომ საწოლფონდის თითქმის 40% თავისუფალია და ქვეყანას ამ პაციენტების მართვა შეუძლია. სხვა ქვეყნების მაგალითზე ვნახეთ, რომ მართვის მეტი მოდელი არ არსებობს. მოსახლეობას კიდევ ერთხელ უნდა ვუთხრათ, რომ პირველადი ჯანდაცვის რგოლზე რისკები გაზრდილია.

რა თქმა უნდა, ეს სერიოზული გამოწვევაა, მაგრამ, ალბათ, ახლა მთავარი პრიორიტეტიზაციაა, რადგან პაციენტს ძირითადი კონტაქტი ექიმთან სჭირდება, თუ მას რისკის დაავადება აქვს, აქვს ასაკი და თუ აუცრელია“, – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა ,,ქრონიკის“ პირდაპირ ეთერში საუბრისას.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები