გიგი უგულავა: პოლიტიკური სეზონი განახლდა და სასამართლოც პოლიტიკურ ფერხულშია ჩართული

“პოლიტიკური ცხოვრება ცოცხლდება და, შესაბამისად, გაცოცხლდება ეს სასამართლოებიც, მათ შორის, ეს თავისი შინაარსით აბსურდული საქმე, რომ ძიუდოისტი ვცემე”, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, გიგი უგულავამ სასამართლო პროცესის დაწყებამდე განაცხადა.

მისივე თქმით, სასამართლო პოლიტიკურ ფერხულშია ჩაბმული.

„ეს პროცესი თავისი შინაარსით სრულიად აბსურდულია. მოვედი, რათა საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენო, რომ ჩვენი სასამართლო არის ფიქცია, ჩვენი მართლმსაჯულება არის ფიქცია. ახლა ჩანიშნეს პროცესი, ალგორითმის გამოცნობა ძნელია, როდის, რატომ ნიშნავენ. სასამართლოს თანაშემწეები ამბობენ, ეს ჩვენი რუტინა არისო, პოლიტიკურ კალენდარს თუ ჩახედავ, ყოველთვის რაღაცას ემთხვევა ხოლმე, სასამართლო პოლიტიკურ ფერხულშია ჩართული. პოლიტიკური სეზონი განახლდა, ყველას უნდა შეახსენონ, რომ ყველანი სასამართლოს ქვეშ ვართ, ეს რაღაცნაირი ლატენტური ტერორია. პოლიტიკური ცხოვრება ცოცხლდება და, შესაბამისად, გაცოცხლდება ეს სასამართლოებიც, მათ შორის, ეს თავისი შინაარსით აბსურდული საქმე, რომ ძიუდოისტი ვცემე“, – განაცხადა უგულავამ.

ცნობისთვის, შემთხვევა თბილისის აეროპორტში 2019 წლის 11 დეკემბერს მოხდა. გიგი უგულავას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც ძალადობას გულისხმობს. მას ძიუდოისტ ბადრი გავაშელიშვილის ცემას ედავებიან.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები