1-28 თებერვალს, RS CAR გადასახადის გადამხდელებს 27 ლოკაციაზე მოემსახურება

1-28 თებერვალს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მოძრავი სერვისცენტრი – RS CAR – გადასახადის გადამხდელებს 27 ლოკაციაზე, იმ რეგიონებში მოემსახურება, სადაც შემოსავლების სამსახურის სერვისცენტრები არ არის განთავსებული, – ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, RS CAR (მიკროავტობუსი) აღჭურვილია შემოსავლების სამსახურის სერვისცენტრებში არსებული ტექნიკური საშუალებებით. შესაბამისად, გადასახადების გადამხდელებს შესაძლებლობა აქვთ, მათთვის ხელსაყრელ დროსა და სივრცეში, დასახლებული პუნქტიდან გაუსვლელად, დროულად მიიღონ სასურველი მომსახურება.

კერძოდ: კონსულტაცია საქართველოს საგადასახადო კოდექსისა და შესაბამისი ნორმატიული აქტების გამოყენებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურის ელექტრონული გვერდის სარგებლობის მიზნით, ავტორიზაციის შემდგომ განცხადებების მიღება და რეაგირება, მიკრო/მცირე ბიზნესისა და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მინიჭება/გაუქმება. ასევე, მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მინიჭება/შეჩერება/შეწყვეტის განცხადებების მიღება.

აგრეთვე, შესაძლებელია შემოსავლების სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი ცნობების გაცემა (საგადასახადო დავალიანების, გადამხდელის რეგისტრაციის, დღგ-ის რეგისტრაციის, შემოსავლების შესახებ და სხვა) და ა.შ. 1 ადიგენი 01.02.2022 თამარ მეფის ქუჩის დასაწყისი, გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორია 10:00-17:00 2 ლანჩხუთი 01.12.2021 ჟორდანიას ქ. N 135, პოლიციის შენობის გვერდით 10:00-17:00 3 ასპინძა 02.02.2022 მეფე თამარის ქუჩის დასაწყისი, “თიბისი ბანკი”-ს მიმდებარე ტერიტორია 10:00-17:00 4 ლენტეხი 02.02.2022 თამარ მეფის ქ. N 24, გამგეობის შენობის წინ 10:00-17:00 5 ნინოწმინდა 03.02.2022 პუშკინის ქუჩა, გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორია 10:00-17:00 6 ხონი 07.02.2022 გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორია 10:00-17:00 7 გურჯაანი 07.02.2022 ნონეშვილის გამზ. N13, გამგეობის შენობასთან 10:00-17:00 8 ვანი 08.02.2022 გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორია 10:00-17:00 9 ახმეტა 08.02.2022 ბიძინა ჩოლოყაშვილის ქ. N49, გამგეობის შენობასთან 10:00-17:00 10 ბაღდათი 09.02.2022 წერეთლის ქ. N 2, გამგეობის შენობის წინ 10:00-17:00 11 ყვარელი 09.02.2022 კუდიგორის ქ. N 1, მუნიციპალიტეტის შენობასთან 10:00-17:00 12 ყაზბეგი 10.02.2022 გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორია 10:00-17:00 13 ამბროლაური 14.02.2022 კოსტავას ქ. 20 10:00-17:00 14 კასპი 14.02.2022 სააკაძის ქ. N 68, საკრებულოს შენობასთან 10:00-17:00 15 აბაშა 15.02.2022 ჯორჯიკიას ქ. N 3, “ლიბერთი ბანკი”-ს წინ 10:00-17:00 16 ქარელი 15.02.2022 თამარ მეფის ქ. N 48, “ლიბერთი ბანკი”-ს მიმდებარე ტერიტორია 10:00-17:00 17 მარტვილი 16.02.2022 თავისუფლების ქ. N 10, მუზეუმის წინ 10:00-17:00 18 მარტყოფი 16.02.2022 მარტყოფი ქ. N1, საზოგადოებრივი ცენტრის მიმდებარე ტერიტორია 10:00-17:00 19 დუშეთი 17.02.2022 რუსთაველის ქ. N 27, მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმდებარე ტერიტორია, ცენტრალური მოედანი 10:00-17:00 20 საჩხერე 21.02.2022 თავისუფლების ქ. N 4, გამგეობის მიმდებარე ტერიტორია 10:00-17:00 21 დმანისი 21.02.2022 წმინდა ნინოს ქ. N 41, გამგეობის შენობის წინ 10:00-17:00 22 ცაგერი 22.02.2022 რუსთაველის ქ. N 64, გამგეობის შენობის წინ 10:00-17:00 23 თეთრიწყარო 22.02.2022 თამარ მეფის ქ. N 34, გამგეობის მიმდებარე ტერიტორია 10:00-17:00 24 ტყიბული 23.02.2022 კარლო ლომაძის მოედანი, გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორია 10:00-17:00 25 ონი 24.02.2022 აღმაშენებლის მოედანი N1, საკრებულოს წინ 10:00-17:00 26 ყაზბეგი 25.02.2022 გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორია 10:00-17:00 27 ამბროლაური 28.02.2022 კოსტავას ქ. 20 10:00-17:00

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები