ბიძინა კულუმბეგოვი: ჰოსპიტალში მყოფი ადამიანების რაოდენობა ისტორიულ მინიმუმზეა

ალერგოლოგ-იმუნოლოგის, ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, ჰოსპიტალურ სექტორში მყოფი კოვიდპაციენტების რაოდენობა ისტორიულ მინიმუმზეა.

“სტაბილიზება ქვეყნებში 3-4 კირის შემდეგ ჩანს, ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ ეს მოლოდინი ჩვენ თებერვლის მეორე ნახევრიდან უკვე უნდა გვქონდეს. უპრეცედენტო რაოდენობით პაციენტები გყავს აქტიური, თითქმის 150 000, მაგრამ ამავე დროს ისტორიულ მინიმუმზეა ჰოსპიტალში არსებული ადამიანების რაოდენობა და 40% საშუალოდ ჰოსპიტალური საწოლების არის თავისუფალი”, – აცხადებს კულუმბეგოვი.

მისი თქმით, ეპიდემიოლოგიური სტაბილურობა ხანგრძლივი პერიოდით შენარჩუნდება.

“ამიტომ, მე ვფიქრობ, ამ ტალღას უმკლავდება ქვეყანა, შევძლებთ ჩვენ ამ ტალღის გავლას და, შესაბამისად, ეს მაძლევს იმის იმედს, რომ მერე დიდი ხნის განმავლობაში გარკვეულწილად იქნება ეპიდემიოლოგიური სტაბილურობა,” – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები