ძეგლთა დაცვის სააგენტოდან და მუზეუმიდან გათავისუფლებულთა ინტერესებს სოციალური სამართლიანობის ცენტრი, საია და ISFED დაიცავს

 

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის სააგენტოდან და ეროვნული მუზეუმიდან გათავისუფლებული ადამიანები სამართლებრივ დავას იწყებენ.

სასამართლოში მათ უფლებებს საია, სოციალური სამართლიანობის ცენტრი და ISFED დაიცავენ.

“სოციალური სამართლიანობის ცენტრი, საია და ISFED გააგრძელებენ უკანონოდ გათავისუფლებული თანამშრომლების სამართლებრივ მხარდაჭერასა და მათი ინტერესების დაცვის მიზნით ახალი სარჩელების მომზადებას”, – აცხადებენ ორგანიზაციები.

როგორც მომჩივანი მხარეები აცხადებენ, სასამართლო დავის საფუძველი იქნება ის, რომ დასაქმებულთა მხრიდან ახალი მინისტრის მიერ დაგეგმილ მნიშვნელოვან ცვლილებებთან დაკავშირებით პროფესიული და განსხვავებული პოზიციების გამოხატვას დაუსაბუთებელი და დისკრიმინაციული გათავისუფლება მოჰყვა.

მოსარჩელეების მოთხოვნას წარმოადგენს, შესაბამისი კომპეტენციისა და გამოცდილების ადამიანებს მიეცეთ საშუალება, გააგრძელონ მუშაობა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების, სამუზეუმო ექსპონატებისა და ეროვნული საგანძურის დასაცავად.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები