როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში – უახლოესი დღეების პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 28-30 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია მცირე ნალექი, რომელიც შენარჩუნდება ცალკეულ რაიონში. ჰაერის ტემპერატურა, დაბლობსა და ბარში დღის საათებში +4, +9 გრადუსამდე მოიმატებს.

29 იანვარს დღის ბოლოდან გაძლიერდება ყინვა. შიდა ქართლში ტემპერატურა შესაძლოა -11 გრადუსამდე დაეცეს.

თბილისში 28 იანვრიდან უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით + 4, +6 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.

​31 იანვრიდან კი კვლავ ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები