თამარ გაბუნია – მიუხედავად იმუნიტეტისა, ვაქცინა კვლავ რჩება პირველი რიგის ინტერვენციად

„ომიკრონმა“ შეცვალა თამაშის წესები და არა იმან, რომ სისტემა მოეშვა და უბრალოდ ამოიწურა ემოციური და ტექნიკური რესურსი იმისთვის, რომ შენარჩუნებულიყო მაქსიმალური მობილიზება, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ  ჯერჯერობით საქართველო არ იმყოფება „ომიკრონის“ გავრცელების პიკში და გარკვეული დროის განმავლობაში ყოველდღიური ინფიცირების მაღალი მაჩვენებლები შენარჩუნდება.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, თუ რა იმუნიტეტს დატოვებს საზოგადოებაში „ომიკრონი“, ვაქცინა კვლავ რჩება პანდემიის წინააღმდეგ საბრძოლველად პირველი რიგის ინტერვენციად.

“ომიკრონი“ სწრაფად ვრცელდება და იკვეთება მოლოდინი იმისა, რომ მომდევნო კვირა იქნება უფრო მეტად აღმავალი პერიოდი. პროგნოზი არის დაახლოებით 2 კვირა, მესამე კვირიდან უკვე შესაძლებელია, რომ აღარ იყოს მატება და დაიწყოს დაღმასვლა. სხვა ქვეყნების გამოცდილება ამბობს, რომ სწრაფი აღმასვლის შემდეგ დაღმასვლაც იყო საკმაოდ სწრაფი.

რაც შეეხება საზოგადოებრივი იმუნიტეტის გამომუშავებას, გარკვეულწილად იმუნური ფენა „ომიკრონის“ ტალღას ქვეყანაში დახვდა. ეს იყო მილიონზე მეტი ვაქცინირებული და ასევე იგივე რაოდენობა უკვე ინფექციაგადატანილი პირების, თუმცა საინტერესოა ისიც, რომ ის მეტად აქტიურად იწვევს განმეორებით ინფიცირებას. „ომიკრონის“ სწრაფი გავრცელების შემდეგ ეს იმუნური ფენა კიდევ უფრო გაიზრდება, მაგრამ დღეს არავინ იცის პასუხი იმაზე, თუ რამდენ ხანს გასტანს „ომიკრონით“ გამოწვეული იმუნური ფენა.

პანდემიის დასრულება ნიშნავს იმას, რომ შემთხვევები იქნება, მაგრამ არა ასე ბევრი, არ იქნება ასეთი სწრაფად გავრცელებადი და სიცოცხლისთვის სახიფათო. არავინ ვღელავთ, როდესაც გვაქვს გრიპი ან მარტივი ვირუსული ინფექცია, რადგან ამის მართვა მარტივად ხდება. იგივე მიმართულებას და გზას გავივლით ამ შემთხვევაშიც, როდესაც ეს ვირუსიც ძალას დაკარგავს და მიიღებს გარკვეულწილად ჩვეულებრივი ცირკულირებადი ვირუსის სახეს, თუმცა ჯერჯერობით ნაადრევია ამაზე საუბარი“,-  განაცხადა გაბუნიამ თამარ გაბუნიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები