რატი იონათამიშვილი: ის ადამიანები ვინც ცოტა ხნის წინ, ვითომ შშმ პირთა უფლებებზე აღშფოთდნენ და მაინც, სულ “უნარშეზღუდულებს” გვიწოდებდნენ, ახლა დუმან, თუმცა, ამ დუმილით სინამდვილეში, ორმაგ სტანდარტებს აწერენ ხელს

უმრავლესობის წევრი, რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს ეხმიანება, სადაც ირაკლი კობახიძე არასრულწლოვან შვილთან ერთად იმყოფება და ბავშვის სახე დაფარული არ არის.

ის ფიქრობს, რომ ნებისმიერი ოპონირების დროს ოჯახი და განსაკუთრებით ბავშვები, ხელშეუხებლები არიან.

“ძალადობა და ორმაგი სტანდარტი არის ნაციონალური მოძრაობის ორგანული და “მორალური” სახე!
ნებისმიერი ოპონირების დროს ოჯახი და განსაკუთრებით ბავშვები, ხელშეუხებელია! ეს არის მინიმალური, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი სტანდარტი, რომლის დარღვევას არავის პატიობს საზოგადოება.

ნაციონალურმა მოძრაობამ თავის კონტროლირებად მედიასთან ერთად ჩათვალა, რომ ეს უმსგავსობა რაიმე სახის დივიდენდს მოუტანდა და მისი ტირაჟირება გადაწყვიტა. ის ადამიანები კი, ვინც სულ ცოტა ხნის წინ, ვითომ შშმ პირთა უფლებებზე აღშფოთდნენ და მაინც, სულ “უნარშეზღუდულებს” გვიწოდებდნენ, ახლა დუმან… თუმცა, ამ დუმილით სინამდვილეში, ორმაგ სტანდარტებს აწერენ ხელს”, – წერს რატი იონათამიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები