ლევან ნიკოლეიშვილი – თენგიზ თევზაძეზე: ამ კაცს როგორ შეიძლება, ცესკო ჩააბაროთ – “ნაცმოძრაობის” მიერაა მართული
“ამასობაში, პარლამენტში ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატებთან მიმდინარეობს გასაუბრება და ჩემი ყურადღება ერთ-ერთმა მათგანმა მიიქცია. თენგიზ თევზაძის პოლიტიკური გემოვნების შესახებ მანამდეც არაერთხელ მსმენია, მაგრამ ფაქტები მაინც გადავამოწმე”, – ამის შესახებ ექსპერტი, ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, თევზაძე პარტიული აქტივისტია.
“მოკლედ, ეს კაცი არის პირდაპირ “ნაციონალური მოძრაობის” მიერ მართული, ხოლო მისი ოჯახის წევრები არიან ,,ნაცმო”-ს შემომწირველები. კერძოდ, მისი ოჯახის წევრებს, დას და მამას 2020 წელს საკმაოდ სოლიდური თანხები აქვთ გადარიცხული ამ პარტიის ყულაბაში (იხილეთ ფაქტები). ახლა ვსვამ ლეგიტიმურ კითხვას – ამ კაცს როგორ შეიძლება, ცესკო ჩააბაროთ, როდესაც პარტიული აქტივისტია და მთელ თავის რესურსს, მათ შორის, ფულად რესურსებს ,,ნაციონალური მოძრაობისთვის,, ხარჯავს? როგორ შეიძლება, ამ პიროვნებამ ჩაატაროს ობიექტური არჩევნები? ცხადია, ეს გამორიცხულია. უბრალოდ, ვურჩევდი, თავი დაანებოს სხვადასხვა შირმის მორგებას და პირდაპირ და ღიად ,,ნაციონალურ მოძრაობაში,, გაწევრიანდეს!”, – წერს ნიკოლეიშვილი.