ბიძინა კულუმბეგოვი – “თუ ინფექცია ენდემური გახდა, ვაქცინაცია გარკვეული ჯგუფებისთვის წელიწადში ერთხელ სასურველი იქნება”

ალერგოლოგ-იმუნოლოგის, ბიძინა კულუმბეგოვის თქმით, თუ ინფექცია ენდემური გახდა, ვაქცინაცია ყველასთვის სავალდებულო არ იქნება.

“თუ პანდემიური მიმდინარეობის ფორმა დაკარგა ინფექციამ და ენდემური გახდა, როგორც წლის განმავლობაში გრიპის ვაქცინას ვიკეთებთ, ვფიქრობ, მომავალში ასე იქნება სწორედ ეს ვაქცინაცია. ყველასთვის სავალდებულო არ იქნება, მაგრამ მიზნობრივი ჯგუფებისთვის წელიწადში ერთხელ ამის გაკეთება სასურველი იქნება“, – აცხადებს კულუმბეგოვი.

მან ,,ბუსტერ,, დოზის მნიშვნელობაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მესამე დოზის დამატება განსაკუთრებით ეფექტურობას ავლენს ,,ომიკრონთან,, მიმართებით.

„ბოლომდე ამ კითხვაზე პასუხი, ბუნებრივია, ჯერ არავის აქვს. ,,ბუსტერული,, დოზის დამატება განსაკუთრებით ეფექტურობას ავლენს ,,ომიკრონთან,, მიმართებით. ჰოსპიტალიზაციის რიცხვი 90%-ით მცირდება. რაც უფრო მეტი ასაკოვანი ,,დაბუსტერებული,, ადამიანი დახვდება ამ ინფექციას, ჰოსპიტალური სექტორის გადატვირთვა და სიკვდილიანობა მინიმალური იქნება“, – ამბობს კულუმბეგოვი.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები