დავით სერგეენკო: მხოლოდ თურქული ბაზრის გახსნა მედიკამენტების გაიაფებისა და ხარისხის შენარჩუნებისთვის საკმარისი არაა
პარლამენტის ვიცე-სპიკერის, დავით სერგეენკოს განცხადებით, მხოლოდ თურქული ბაზრის გახსნა მედიკამენტების გაიაფებისა და ხარისხის შენარჩუნებისთვის საკმარისი არაა.
მისივე თქმით, საკითხი რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული.
„მედიკამენტების გაიაფება ხარისხის შენარჩუნებით რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული. თურქული ბაზრის გახსნა ერთ-ერთი და არა ერთადერთი საკითხია. ბაზრის გახსნა გამოიხატა იმაში, რომ თურქული მედიკამენტების რეგისტრაციის პროცედურა გამარტივდა და გაუტოლდა რამდენიმე სხვა ქვეყნისას. მხოლოდ ეს საკმარისი არ არის. საჭიროა პოლიტიკური შეთანხმებები. რამდენადაც ვიცი, ამაზე მუშაობა დაწყებულია და საჭირო იქნება ხარისხის კონტროლის სისტემის გაძლიერება, ისევე როგორც სხვა კომპლექსური ღონისძიებები“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.