“შესაძლოა, საქართველოში ერთი თვის განმავლობაში ნახევარი მილიონი ინფიცირებული გვყავდეს” – ივანე ჩხაიძე

“შეიძლება, საქართველოში ერთი თვის განმავლობაში ნახევარი მილიონი ინფიცირებული ადამიანი გვყავდეს”, – ამის შესახებ იმუნიზაციის საბჭოს ტექნიკური ჯგუფის მრჩეველმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა.

მისი თქმით, მოსახლეობის დიდი ნაწილის ინფიცირების შემთხვევაში, არსებობს ალბათობა, რომ მოსახლეობაში პოპულაციური იმუნიტეტი გამომუშავდეს.

„თუ ჩვენ ვლაპარაკობთ იმაზე, თუ რა შეიძლება, მოჰყვეს ინფიცირების მაღალ მაჩვენებელს, ამ სიტუაციის მოდელირება ბევრ ქვეყანაშია და არსებობს მოსაზრება, რომ, დიდი რაოდენობით ადამიანების ინფიცირების შემთხვევაში, შეიძლება, საქართველოში ერთი თვის განმავლობაში ნახევარი მილიონი ინფიცირებული ადამიანი გვყავდეს. ეს რიცხვი დაემატება ვაქცინირებული ადამიანებისა და კოვიდგადატანილი ადამიანების რაოდენობას და მივიღებთ მიახლოებულ მაჩვენებელს იმ პოპულაციური იმუნიტეტთან, რომელიც დღეს კორონავირუსის პანდემიის შეჩერების ერთ-ერთ მექანიზმად“, – აცხადებს ივანე ჩხაიძე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები