დავით მათიკაშვილი: უკრაინა ჩვენი მოძმე სახელმწიფო და სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანაა, რომელთანაც საქართველოს ბედ-იღბალია მიბმული

“უკრაინა ჩვენი მოძმე სახელმწიფო და სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანაა, რომელთანაც საქართველოს ბედ-იღბალია მიბმული”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ქართული მხარე რუსეთის აგრესიულ ქმედებებს გმობს.

“უკრაინა ჩვენი მოძმე სახელმწიფო და სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანაა, რომელთანაც საქართველოს ბედ-იღბალია მიბმული. ჩვენ კატეგორიულად ვგმობთ რუსეთის აგრესიულ ქმედებებს ყველა საერთაშორისო ფორუმზე, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად.

რაც შეეხება პარლამენტის ერთიან პოზიციას, რა თქმა უნდა, მსჯელობა, შეთანხმება იქნება და თუ ამის აუცილებლობა იქნება, შეთანხმებული პოზიცია გამოცხადდება. სხვა ნებისმიერ შემთხვევაში, როგორც აღმასრულებელ, ასევე საკანონმდებლო დონეზე, ქართულმა მხარემ ზუსტად, მაქსიმალურად და ხაზგასმით დააფიქსირა თავისი პოზიცია“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები