ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსს საქართველოში კიდევ 42 ადამიანი ემსხვერპლა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კიდევ 42 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.
განახლებული მონაცემების თანახმად, გასულ დღე-ღამეში კოვიდ-19-ის 11 039 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 5 199 პაციენტი.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 041 749 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 956 627, გარდაიცვალა 14 673 პაციენტი.