თენგიზ ცერცვაძე: „ომიკრონი“ ძალიან იოლად და სწრაფად ვრცელდება – კლინიკური სექტორი ყველაზე მძიმე პერიოდშიც სათანადო სიმაღლეზე იყო

“ომიკრონმა“ ყველა ქვეყანაში მოხსნა ისტორიული რეკორდების რაოდენობა – ძალიან იოლად და სწრაფად ვრცელდება”, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ჯანდაცვის მიმართულებით სრული მზადყოფნაა.

„თუ გავითვალისწინებთ, რომ „ომიკრონმა“, რომელიც სხვა ქვეყნებში ჩვენზე ადრე გავრცელდა, ყველა ქვეყანაში მოხსნა ისტორიული რეკორდების რაოდენობა, „ომიკრონი“ ძალიან იოლად და სწრაფად ვრცელდება. ძალიან დიდი ალბათობით, სამწუხაროდ, 8700 შემთხვევა, რომელიც ჩვენთან იყო და ჯერჯერობით ჩვენთვის ყველაზე მაღალი რიცხვი იყო, არ იქნება ბოლო. უახლოეს დღეებში ველით შემთხვევების კიდევ უფრო მატებას, როგორც ეს მოხდა მთელს მსოფლიოში. მინდა, ყველას იცოდეს,  მიუხედავად იმისა, რომ „ომიკრონი“ ნამდვილად ნაკლებად მძიმე დაავადებას იწვევს და პროცენტულად უფრო დაბალ სიკვდილიანობას, იმის ხარჯზე, რომ შემთხვევების რაოდენობა ბევრად მეტია, ვიდრე იყო „დელტას“ დროს, ჯამურად, მაინც ჰოსპიტალიზაციის შემთხვევებიც იზრდება და სიკვდილიანობის შემთხვევებიც.

ყველაფერ ამის გათვალისწინებით, ჩვენთან მაქსიმალური მზაობაა. თქვენ იცით, კლინიკური სექტორი ყველაზე მძიმე პერიოდშიც იყო სათანადო სიმაღლეზე, რაც გამოიხატებოდა იმაში, რომ არცერთი ავადმყოფი არ რჩებოდა და არ რჩება არც დღეს ექიმის გარეშე. ყველა, ვისაც სჭირდება ჰოსპიტალიზაცია, ერთ საათის განმავლობაში ჰოსპიტალიზებულია. არ ყოფილა ჩვენთან შემთხვევა, რომ ვინმეს დაუგვიანდა ჰოსპიტალიზაცია ან საერთოდ დარჩა უექიმოდ”, – განაცხადა ცერცვაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები