“კლინიკაში მყოფი სამი ბავშვის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა” – დავით რეხვიაშვილი
ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის დირექტორის, დავით რეხვიაშვილის განცხადებით, კლინიკა ამ ეტაპზე გადავსებულია, სამი ბავშვის მდგომარეობა კი კრიტიკულად მძიმეა.
მისი თქმით, პედიატრიულ კონტინგენტში ყველაზე რთულია წესების დაცვა.
„გუშინ 58 პაციენტი შემოვიდა. ერთი დღის განმავლობაში საკმაოდ დიდი რიცხვია.
მოგეხსენებათ, თუ მომართვიანობა ასეთი ტემპით გაგრძელდა, კლინიკას გაუჭირდება. 175 კოვიდსაწოლია ჩვენთან და 165 პაციენტი უკვე მკურნალობს. მათგან 21 ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია და, სამწუხაროდ, სამი პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. იმყოფებიან აპარატულ მხარდაჭერაზე“, – განაცხადა რეხვიაშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში.