გიორგი ცუცქირიძე: საქართველოდან ღვინის ექსპორტის მაჩვენებელი ისტორიულ მაქსიმუმშია

ეკონომიკის ექსპერტი, გიორგი ცუცქირიძე მიიჩნევს, რომ საქართველოდან ღვინის ექსპორტის მაჩვენებელი ისტორიულ მაქსიმუმშია.

როგორც ცუცქირიძემ “კვირას” განუცხადა, საქართველოს ექსპორტზე ორიენტირება პროდუქციის საერთაშორისო ბაზრებზე პოპულარიზაციის საშუალებას აძლევს.

“ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რომელიც მონაწილეობს ზრდის მაჩვენებელში, ეს არის წმინდა ექსპორტის მაჩვენებელი. ერთ-ერთი მთავარი კონტრიბუტორი, მათ შორის, როგორც ეკონომიკური მაჩვენებლის ზრდის, ისე დასაქმების თვალსაზრისით არის ადგილობრივი წარმოება – პირველ ყოვლისა, ექსპორტი. იმიტომ, რომ ექსპორტის ზრდა, აქ შექმნილი პროდუქცია ცვლის დამატებულ ღირებულებას, რომელიც, თავის მხრივ, ეკონომიკურ ზრდის მაჩვენებელში მონაწილეობს.

ღვინის ექსპორტი – სარეკორდოდაა გაზრდილი, ისტორიულ მაქსიმუმშია. არანაკლებ მნიშნველოვანია, რომ თვითონ ექსპორტში სარეკორდოდ არის გაზრდილი ადგილობრივი ექსპორტი – პროცენტულადაც გაზრდილია, დაახლოებით, 80 % ადგილობრივი ექსპორტი, როცა რამდენიმე წლის წინ 60%-ზე მეტი არ ყოფილა. თანხობრივადაც მნიშვნელოვნად გაზრდილია, რაც ისტორიული მაქსიმუმია. აქედან გამომდინარე, ეკონომიკურ ზრდაში ექსპორტის მონაწილეობა შეიძლება, შევაფასოთ ორი კუთხით – როგორ მონაწილეობს ზრდის კონტრიბუციაში და როგორ ახდენს დასაქმების მხარდაჭერას. ამიტომ, აქ იგულისხმება სახელმწიფო მხარდამჭერი პროგრამები, რომელიც “აწარმოე საქართველოს” კომპონენტებისგან შედგება და რომელიც მიმართულია მცირე, საშუალო და მსხვილი ბიზნესის მხარდაჭერისკენ, ასევე, უნდა ითქვას, რომ ახალი კომპონენტები შემოდის, რომელიც არა მხოლოდ თანადაფინანსებას მოიცავს, არამედ საგარანტიო სქემებსაც. ექსპორტზე ორიენტირება საშუალება მოგვცემს საერთაშორისო ბაზრებზე მოვახდინოთ ჩვენი პროდუქციის პოპულარიზაციაც”, – განაცხადა ცუცქირიძემ.

ცნობისთვის, პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, “2021 წელს საქართველოდან მსოფლიოს 62 ქვეყანაში ექსპორტირებულია 107 მილიონი ბოთლი ღვინო, რაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არის მაქსიმუმი”.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები