საკონკურსო კომისია დღეს ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატებს უყრის კენჭს

სპეციალური საკონკურსო კომისია დღეს ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატებს უყრის კენჭს. სპეციალური საკონკურსო კომისიის წევრები პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დახურულ შეხვედრაზე, ფარულად უყრიან კენჭს ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატებს, რომლებსაც გუშინ გაესაუბრნენ.

კანდიდატების შერჩევის მთავარი კრიტერიუმები არის მათი პროფესიონალიზმი და მიუკერძოებლობა.

კომისია საქართველოს პრეზიდენტს ცესკოს წევრობის არაუმეტეს 6 კანდიდატს და თავმჯდომარეობის 3 წევრს წარუდგენს. ამის შემდეგ პრეზიდენტი პარლამენტს ცესკოს თავმჯდომარეობის 1 და წევრობის 2 კანდიდატს წარუდგენს.

საკონკურსო კომისია 9 წევრისგან შედგება, საიდანაც 4 არის არასამთავრობო ორგანიზაციების, 5 კი აკადემიური წრეების წარმომადგენელი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები