ბიძინა კულუმბეგოვი: გადატანილი ინფექციის მქონე ადამიანებს 5-ჯერ აქვთ გაზრდილი რისკი, რომ კვლავ გახდნენ ავად, ასევე, ვაქცინირებულებსაც – გთხოვთ, დაიმატეთ დოზა

“გადატანილი ინფექციის მქონე ადამიანებს 5-ჯერ აქვთ გაზრდილი რისკი, რომ კვლავ გახდნენ ავად, სამწუხაროდ, ორჯერადად ვაქცინირებული ადამიანებიც მაღალი რისკის წინაშე არიან”, – ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა “ომიკრონის” შტამზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ყველაზე მეტად დაცულები არიან “ბუსტერ” დოზით აცრილი ადამიანები.

„ძალიან დიდი მზაობა და ლოჯისტიკური უზრუნველყოფა სჭირდება ქვეყანას, ერთი მხრივ, საწოლფონდის მობილიზების, მეორე მხრივ, ჰოსპიტალური სექტორის გაძლიერების კუთხით. პირველადი რგოლი, რომელზეც ძალიან დიდი ყურადღება გამახვილდა. ყველა ადამიანმა ამ ტალღის წინ, რომელზეც არის გარკვეული მოსაზრება, რომ ვერცერთი ადამიანი ამას ვერ გადაურჩება, გადატანილი ინფექციის მქონე ადამიანებს 5-ჯერ აქვთ გაზრდილი რისკი, რომ კვლავ გახდნენ ავად, სამწუხაროდ, ორჯერადად ვაქცინირებული ადამიანებიც მაღალი რისკის წინაშე არიან, ყველაზე მეტად დაცული არიან “ბუსტერული” დოზის მქონე ადამიანები, მათი რიცხვი საქართველოში, სამწუხაროდ, 100 ათასს არ აღემატება. ძალიან ვთხოვ ჩვენს მოსახლეობას, ვისთანაც გავიდა სამი და მეტი თვე ბოლო ვაქცინიდან, დაიმატეთ დოზა ვაქცინის, ვაქცინა არის ვადიანი, სრულფასოვანი და თქვენ გაქვთ, პრაქტიკულად, 80-პროცენტიანი გარანტია იმისა, რომ მძიმე დაავადება არ გაგივითარდებათ“, – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები