ბავშვები, რომლებმაც COVID-19 გადაიტანეს, პორველი ან მეორე ტიპის დიაბეტის განვითარების რისკ-ჯგუფს წარმოადგენენ.
ამის შესახებ CDC-ის ახალ კვლევაშია ნათქვამი.
როგორც The New York Times-ს კვლევის წამყვანმა ავტორმა და CDC-ის მკვლევარმა, შერონ საიდამ განუცხადა, ერთ-ერთ მონაცემთა ნაკრებში მკვლევარებმა აღმოაჩინეს ბავშვებში დიაბეტის ახალი შემთხვევების 2,6-ჯერ ზრდა, მეორე მონაცემთა ნაკრებში 30%-იანი ზრდა.
„30%-იანი ზრდაც კი არის რისკის დიდი მაჩვენებელი“, – აღნიშნა ექსპერტმა.
მკვლევრები არ არიან დარწმუნებულები, იქნება თუ არა ტიპი 2 დიაბეტი COVID-19-ის შემდეგ ქრონიკული მდგომარეობა, თუ დროებითი პრობლემა, რომელიც მოგვარდება, რადგან ბავშვებს მხოლოდ ოთხი თვის განმავლობაში აკვირდებოდნენ.
ამავდროულად, როგორც ექსპერტები ამბობენ, დასკვნები მიუთითებს იმაზე, რომ მნიშვნელოვანია ბავშვების ვაქცინაცია, ნიღბების გამოყენება და დისტანცირება.