“საჭიროა რეალობის თერაპია” – რომის პაპმა ვაქცინაციას „მორალური ვალდებულება“ უწოდა

რომის პაპმა ფრანცისკემ განაცხადა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია არის „მორალური ვალდებულება“ და დაგმო ის ფაქტი, თუ როგორ აიძულა ადამიანები „უსაფუძვლო ინფორმაციამ“, უარი ეთქვათ სიცოცხლის გადარჩენისთვის ერთ-ერთ მთავარ ეფექტურ ზომაზე.

პაპმა მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდა.

ამის შესახებ მან ვატიკანის წმინდა საყდარში, აკრედიტებულ ელჩებთან საუბრისას ყოველწლიურ ღონისძიებაზე თქვა.

მიუხედავად იმისა, რომ პაპის მრჩევლები ვაქცინაციას “მორალურ პასუხისმგებლობას” უწოდებდნენ, აქამდე 85 წლის ფრანსისკე ამ სიტყვების გამოყენებისგან თავს იკავებდა.

პაპი კიდევ უფრო შორს წავიდა და განაცხადა, რომ ადამიანებს აქვთ პასუხისმგებლობა, იზრუნონ საკუთარ თავზე, „და ეს გამოიხატება ჩვენ ირგვლივ მყოფი ადამიანების ჯანმრთელობის პატივისცემით. ჯანმრთელობაზე ზრუნვა მორალური მოვალეობაა“.

“ხშირად ადამიანები იმწუთიერი იდეოლოგიის ქვეშ ექცევიან, რომელიც ხშირად უსაფუძვლო ინფორმაციით ან ცუდად დოკუმენტირებული ფაქტებით არის გაჯერებული“, – თქვა მან და მოუწოდა ხალხს, მიიღონ „რეალობის თერაპია“ “ამ დამახინჯების გამოსასწორებლად”.

”ვაქცინები არ წარმოადგენენ განკურნების ჯადოსნურ საშუალებას, მაგრამ ისინი, რა თქმა უნდა, წარმოადგენენ მკურნალობის სხვა საშუალებებთან ერთად – დანამატს,” – დასძინა მან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები