მამა თეოდორე გიგნაძე: ბევრი მაგალითი ვიცით, როდესაც ქრისტიანები ზოგჯერ ყველა სამედიცინო რეგულაციას ვებრძოდით (ვიდეო)
“ადამიანი სიფრთხილეს რომ ავლენს, ეს არის ქრისტიანული, ნორმალური მდგომარეობა”, – ამის შესახებ მამა თეოდორე გიგნაძე ქადაგებისას ამბობს.
მისივე თქმით, სიფრთხილე, განსაკუთრებით – დღევანდელ პირობებში, როცა პანდემიაა, მნიშვნელოვანია.
“ადამიანი სიფრთხილეს რომ ავლენს, ეს არის ქრისტიანული ნორმალური მდგომარეობა. ეს ვლინდება, მაგალითად, დღევანდელ სიტუაციაში, როდესაც ეს ავადსახსენებელი კორონავირუსია. ჩვენ ვიცით ძალიან ბევრი მაგალითი, როდესაც ყველა სამედიცინო რეგულაციას ზოგჯერ ქრისტიანები ვებრძოდით, არაფრად მიგვაჩნდა არც სახელმწიფოს გაფრთხილება, არც სამედიცინო რეგულაციები იმ დონეზეც კი, რომ პირბადის ტარებაც კი არ გვინდოდა და ეს ხშირად ვლინდება ხოლმე – როცა არ ვფრთხილობთ, რომ, მაგალითად, პირბადე სწორად გვეკეთოს”, – აღნიშნა მამა თეოდორე გიგნაძემ.