საქართველოში კორონავირუსს კიდევ 32 ადამიანი ემსხვერპლა
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 32 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 14 041-ს შეადგენს.
ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 3 436 პირს დაუდასტურდა, 1 805 პაციენტი გამოჯანმრთელდა.