საქართველოში ახალი წლის ღამეს პიროტექნიკის გამოყენების შედეგად 27 ადამიანი დაშავდა
საქართველოში ახალი წლის ღამეს პიროტექნიკის გამოყენების შედეგად 27 ადამიანი დაშავდა. საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ინფორმაციით, თბილისში 8 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია.
მათივე ცნობით, სხეულის სხვადასხვა მიდამოს დაზიანებებით 6 პირია ჰოსპიტალიზებული.
რაც შეეხება რეგიონებს, პიროტექნიკით დაზიანების 19 შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო კლინიკაში 13 ადამიანია გადაყვანილი.