თამარ ტალიაშვილი: დარწმუნებული ვარ, რომ შალვა პაპუაშვილი პარლამენტის ძლიერი თავმჯდომარე იქნება

საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, თამარ ტალიაშვილი პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე შალვა პაპუაშვილის დანიშვნას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„ვიცნობ ჯერ კიდევ სტუდენტობის პერიოდიდან, გერმანიის საარლანდის უნივერსიტეტიდან, ამიტომ, გაგიზიარებთ ჩემს აზრს და გეტყვით, სწორედ აქედან გამომდინარე, ორმაგად დარწმუნებული ვარ, რომ შალვა პაპუაშვილი პარლამენტის ძლიერი თავმჯდომარე იქნება. იმასაც გეტყვით უშუალო დაკვირვებით, რომ შალვას ტიტანური შრომის უნარი, პრინციპულობა და ფუნდამენტური განათლება გაამდიდრა გერმანიის ტექნიკური დახმარების უმთავრესი საერთაშორისო ორგანიზაციის #GIZ რეფორმების გუნდის ხელმძღვანელობამ, რაც უმთავრესად გულისხმობს პრინციპულ სამართლებრივ საკითხებზე აზრთა ჭიდილის ისე მართვას, რომ გლობალურ კონტექსტში ჩვენი ქვეყნისათვის საუკეთესო გადაწყვეტილებები იქნეს მიღწეული. დამეთანხმებით, ეს უნარი უმნიშვნელოვანესია პარლამენტისთვის. განათლებისა და მეცნიერების კომიტეტში შალვას წარმატებულ საქმიანობაზე აქ აღარ მოგახსენებთ, ისედაც ნანახ-მოსმენილი გექნებათ. ასე რომ, მივულოცავ შალვას დამსახურებულ თავმჯდომარეობას და წარმატებებს ვუსურვებ“, – წერს თამარ ტალიაშვილი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები