საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში დაცული საახალწლო თემატიკის მასალით მულტიმედიური გვერდი შეიქმნა
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში დაცული საახალწლო თემატიკის მასალით მულტიმედიური გვერდი შეიქმნა https://archive.gov.ge/ge/shoba-akhali-tslis-arkivi-1.– ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული არქივი ავრცელებს.
მათივე ცნობით, საქართველოს ეროვნული არქივის ფონდებში მრავალი საინტერესო დოკუმენტი ინახება, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ახალი წლის აღნიშვნას შეეხება. მათ შორისაა კინოდოკუმენტები, ფოტოები, საგაზეთო პუბლიკაციები, აუდიოჩანაწერები, სიმღერები. ეროვნული არქივი საახალწლოდ ვებგვერდის სტუმრებს ასევე სთავაზობს სახალისო კითხვარს „სულხან-საბას ახალწელიწადი”, რომელიც სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონზე დაყრდნობით არის შედგენილი: https://archive.gov.ge/ge/quiz/sulkhan-sabas-akhaltselitsadi-1.