ელისო ბოლქვაძე ბათუმში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს მართავს

კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე ბათუმში, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილეებს, ჯემალ სურმანიძეს და აკაკი ძნელაძეს, ასევე კულტურის დეპარტამენტის უფროსს, თამარ გუდავას შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე სახელოვნებო განათლების რეფორმის ფარგლებში საპილოტე სკოლის შექმნის პერსპექტივებზე ისაუბრეს.

„შეხვედრაზე ასევე, განვიხილეთ ბათუმის შავი ზღვის საერთაშორისო მუსიკის ფესტივალის ჩატარების დეტალები, რომელიც 2022 წლის ივლისის ბოლოს გაიმართება”,განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები