საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობაზე ზურაბ აზარაშვილი დაინიშნა. გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომის დაწყების წინ გააჟღერა.
ზურაბ აზარაშვილს დღემდე საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობა ეკავა. მიმდინარე წლის 2 თებერვლამდე იყო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტას“ გენერალური დირექტორი. ასევე, ეკავა სს „თბილავიამშენის“ გენერალური დირექტორი თანამდებობა. გარდა ამისა, სხვადასხვა წელს მუშაობდა კომერციულ სტრუქტურებში.