თეა წულუკიანი – ინსპექტორის სამსახურის გაუქმების საკითხზე: თავის დროზე, არასამთავრობო სექტორი გვსაყვედურობდა და ამბობდა, რომ ეს ორი უფლებამოსილება ერთად არ უნდა იყოს

“თავის დროზე, არასამთავრობო სექტორი გვსაყვედურობდა და ამბობდა, რომ ეს ორი უფლებამოსილება არ უნდა იყოს ერთადო”, – ამის შესახებ კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების გადაწყვეტილებაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, საინტერესოა, არასამთავრობო სექტორის პოზიცია ამ ეტაპისთვის როგორია.

„თვითონ რეფორმის შესატყვისის საკანონმდებლო ინიციატივა მე არ მინახავს, ამიტომ ბევრს ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ ის კი ნამდვილად მახსოვს, რომ ჯერ კიდევ თავის დროზე, არასამთავრობო სექტორი გვსაყვედურობდა და ამბობდა, რომ ეს ორი უფლებამოსილება არ უნდა იყოს ერთადო. საინტერესოა ახლა როგორი იქნება მათი პოზიცია“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ცნობისთვის, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება იგეგმება და ნაცვლად სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური იქმნება. შესაბამისი საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც უმრავლესობის დეპუტატების მიერ მომზადდა, ინიცირებისთვის მზად არის და პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომაზე წარედგინება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები