კორონავირუსის “ომიკრონის” შტამის სწრაფი გავრცელების ფონზე, ევროპის ქვეყნებმა რიგი შეზღუდვები დააბრუნეს, ზოგიერთ მათგანში რეგულაციები მომდევნო დღეებში ამოქმედდება.
შეზღუდვები შეეხება კვების ობიექტებს, ბარების და კლუბების მუშაობას.
კერძოდ, ავსტრიაში შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ბარებსა და კვების ობიექტებში მოსახლეობის წვდომის აკრძალვა მოიხსნა, თუმცა ის კვლავ ამოქმედდება შობის დღესასწაულის შემდეგ. ასევე ქვეყანაში კლუბები, რესტორნები მხოლოდ ღამის 23:00 საათამდე მუშაობენ.
ბელგიაში საშობაო ბაზრობებში შესვლა დასაშვებია მხოლოდ კოვიდსერტიფიკატის წარდგენის შემდეგ, ასევე დაშვებულია დახურულ სივრცეში ღონისძიებები მხოლოდ 50 ადამიანის მონაწილეობით, ღია სივრცეში კი, 100 ადამიანის შემთხვევაში. ბარები და რესტორნები ღამის 23:00 საათამდე მუშაობენ.
ბულგარეთში რესტორნები და ბარები მხოლოდ ღია სივრცეშია გახსნილი, შიდა პერიმეტრზე გარკვეული შეზღუდვებით. ღამის კლუბებში აკრძალულია ცეკვა.
ჩეხეთში პაბები, კაფეები, რესტორნები და კლუბები მცირე შეზღუდვებით მუშაობენ. თუმცა “ომიკრონის” გავრცელების შემდეგ, ქვეყანაში კლუბები დაიხურა.
ფინეთში ბარების და რესტორნების უმრავლესობა ღიაა, როგორც გარეთ ისე შიგნით. ღამის კლუბები დახურულია “შესაბამის შეტყობინებამდე”.
საფრანგეთში წლის ბოლომდე ყველა კლუბი დაიხურა.
გერმანიაში ყველა ბარი და რესტორანი “ომიკრონის” გავრცელების შემდეგ დიდი შეზღუდვებით მუშაობს, რაც ასევე რეგიონზეა დამოკიდებული. მაგალითად, მიუნჰენმა და ბავარიამ საშობაო ბაზრობები გააუქმეს. ღამის კლუბები “შემდგომ შეტყობინებამდეა” დახურული.
საბერძნეთში ბარებში, რესტორნებსა და ღამის კლუბებში სოციალური დისტანციის დაცვის წესები მოქმედებეს, თუმცა ღამის კლუბები ამჟამად დახურულია.
უნგრეთში რესტორნები და ბარები ღიაა როგორც შიდა ისე გარე სივრცეში. ღამის კლუბების უმეტესობისთვის, რომლებიც ღამის 02:00 საათის შემდეგ მუშაობენ სჭიროა ვაქცინაციის დამადასტურებელი სერტიფიკატის წარდგენა.
იტალიაში რესტორნები და ბარები გარკვეული წესების დაცვის ფუნქციონირებენ, ხოლო ღამის კლუბები “შემდგომ შეტყობინებამდეა” დახურული.
ლუქსემბურგის მთავრობამ საფრანგეთის და ბელგიის მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო და ქვეყანაში კლუბები დახურულია.
ნიდერლანდებში ღამის კლუბები დახურულია, ანალოგიური ვითარებაა პოლონეთში 15 დეკემბრიდან, ასევე პორტუგალიაში.
ესპანეთში ბარები და რესტორნები ჩვეულებრივ რეჟიმში მუშაობენ, ვაქცინაციის სერტიფიკატის წარდგენის სანაცვლოდ. კლუბების უმრავლესობა ღიაა, თუმცა მუშაობენ ღამის 3 საათამდე.