სახელმწიფო ინსპექტორი, ლონდა თოლორაია საქართველოს პრეზიდენტს შეხვდა

სახელმწიფო ინსპექტორი, ლონდა თოლორაია საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდა.

როგორც თოლორაიამ შეხვედრის შემდეგ განაცხადა, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრისას ქვეყნის განვითარებაში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მნიშვნელობასა და როლზე ისაუბრეს.

“პრეზიდენტმა დაიწყო ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი. შეხვედრისას ვისაუბრეთ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მნიშვნელობასა და როლზე ქვეყნის განვითარებაში. ასევე, ვისაუბრეთ იმაზე, თუ აღნიშნულ პროცესში რაოდენ მნიშვნელოვანია დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტების ჩართულობა, როლი და მათთვის დაკისრებული ფუნქციების ეფექტიანად შესრულება. ჩვენ ასევე ვისაუბრეთ იმ გამოწვევებზე, რაც სახელმწიფო ინსპექტორის წინაშე დგას, მათ შორის, ინსტიტუტებთან კოორდინაციის პროცესში. ვისაუბრეთ იმაზე, რომ ამ პროცესში სახელმწიფო ინსპექტორი აქტიურად ჩართული იქნება. ამ ეტაპზე ეს იყო ზოგადი შეხვედრა, მიზანი ამ ყველაფრის არის ის, რომ სახელმწიფო უწყებები ერთმანეთთან ვკოორდინირებდეთ ეფექტიანად. რაც შეეხება სააკაშვილის საკითხს – ჩვენ ამ საკითხებს შევეხეთ ძალიან ზოგადად, რადგან გამოძიების დეტალებზე ვერავისთან ვისაუბრებთ”, – განაცხადა თოლორაიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები