ეკატერინე ტიკარაძე: კომპანიებთან კორონავირუსის საწინააღმდეგო აბების შემოტანის შესახებ მოლაპარაკებები მიმდინარეობს
ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კომპანიებთან კორონავირუსის საწინააღმდეგო აბების შემოტანის შესახებ მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
მისივე თქმით, მოლაპარაკებების შედეგები შესაძლოა, მომავალ კვირას გასაჯაროვდეს.
„მსგავსი მოლაპარაკებები ყოველთვის კონფიდენციალურობის ხელშეკრულების ფონზე მიმდინარეობს. ახლა მიმდინარეობს გარკვეული მოლაპარაკებები და შემდეგ კვირაში, როდესაც კომპანიებისგან თანხმობა გვექნება იმასთან დაკავშირებით, რომ შეგვიძლია, გავასაჯაროოთ მოლაპარაკების დეტალები, ამასთან დაკავშირებით განცხადებას გავაკეთებთ“, – განაცხადა ტიკარაძემ.
ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების საკვებისა და მედიკამენტების სააგენტომ „ფაიზერის“ მიერ წარმოებული, „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო აბების წარმოებაში ჩაშვებაზე ნებართვა გასცა.