ნიკა მელია: როგორც ხატიამ გადმომცა, მომავალ კვირას იგეგმება შეხვედრა ჩემსა და ქალბატონ ზურაბიშვილს შორის

როგორც ხატიამ გადმომცა, მომავალ კვირას იგეგმება შეხვედრა ჩემსა და ქალბატონ ზურაბიშვილს შორის, – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ  ნიკა მელიამ “მთავარი არხის” ეთერში, განაცხადა.

“როგორც ხატიამ გადმომცა, მომავალ კვირას იგეგმება შეხვედრა ჩემსა და ქალბატონ ზურაბიშვილს შორის. დაგვიძახებს და მე, ჩემი პარტიის რამდენიმე წევრთან ერთად, სიამოვნებით მივალ.

ძალიან მალე გამოჩნდება, ის თუ სადამდე მიგვიყვანს ეს პროცესი. მაგრამ ეს არის პარალელური პროცესი. მაგრამ ეს პროცესი [შიმშილობა] არ ითმენს. მიხეილ სააკაშვილი არ უნდა იჯდეს ციხეში”, – თქვა ნიკა მელიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები