“გაგრძელდება გამყოფ ხაზებთან მცხოვრები მოსახლეობის დახმარების და საჭიროებებზე მორგებული ინფრასტრუქტურული, სოციალურ-ეკონომიკური და საგანმანათლებლო პროგრამების ეფექტიანი ფუნქციონირების ხელშეწყობა” – პრემიერი

გაგრძელდება გამყოფ ხაზებთან მცხოვრები მოსახლეობის დახმარების და საჭიროებებზე მორგებული ინფრასტრუქტურული, სოციალურ-ეკონომიკური და საგანმანათლებლო პროგრამების ეფექტიანი ფუნქციონირების ხელშეწყობა- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის საქმიანობის 2021 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, გაგრძელდება ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის ხარისხიან განათლებაზე, ისევე როგორც სამედიცინო მომსახურებაზე წვდომის და პანდემიიდან გამომდინარე საჭიროებების დაკმაყოფილების ხელშეწყობაც.

„შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის კოორდინაციით მიმდინარეობს ოკუპირებულ რეგიონებთან მიმართებით შერიგებისა და ჩართულობის სახელმწიფო პოლიტიკის სტრატეგიული გადახედვის პროცესი, რომელიც 2022 წელს დასრულდება და მორგებული იქნება ოკუპირებულ ტერიტორიებზე და გამყოფი ხაზების სიახლოვეს მცხოვრები მოსახლეობის საჭიროებებზე და ინტერესებზე; წარმოდგენილი იქნება ახლებური ხედვები და შესაძლებლობები კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობისთვის.

გაგრძელდება ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის ხარისხიან განათლებაზე, ისევე როგორც სამედიცინო მომსახურებაზე წვდომის და პანდემიიდან გამომდინარე საჭიროებების დაკმაყოფილების ხელშეწყობაც. მნიშვნელოვანი იქნება ჩვენთვის გამყოფი ხაზის ორივე მხარეს სავაჭრო და ბიზნეს პროექტების მხარდაჭერა “მშვიდობის ფონდის” ფარგლებში. გავაგრძელებთ გამყოფ ხაზებთან მცხოვრები მოსახლეობის დახმარების და საჭიროებებზე მორგებული ინფრასტრუქტურული, სოციალურ-ეკონომიკური და საგანმანათლებლო პროგრამების ეფექტიანი ფუნქციონირების ხელშეწყობას. მეგობრებო, ეს იმ პროექტების მხოლოდ მცირე ჩამონათვალია, რომლებიც მთავრობის მიერ დასახული გეგმის მიხედვით 2022 წელს განხორციელდება”,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები