დაცული ტერიტორიების სააგენტოში საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა
დაცული ტერიტორიების სააგენტოში გამართულ საკონსულტაციო საბჭოს სხდომას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე – ნინო თანდილაშვილი დაესწრო.
„დაცული ტერიტორების გაფართოება და ევროპული სტანდარტის მმართველობის დანერგვა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ ჩვენ აღვადგინეთ დაცული ტერიტორიების საკონსულტაციო საბჭოს მუშაობის პროცესი, სადაც არასამთავრობო სექტორის ჩართულობით მოხდება მიმდინარე და დაგეგმილი პოექტების განხილვა, გადაწყვეტილებების მიღება დაცული ტერიტორიების მმართველობის საკითხებთან დაკავშირებით. ასეთ შეხვედრებს რეგულარული ხასიათი ექნება“, – აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა საბჭოს სხდომაზე.
შეხვედრის ფარგლებში, საბჭოს წევრებმა ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის გაუმჯობესების, ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვისა და ტყის დაცვა-აღდგენის მიმართულებით განხორციელებული პროექტების შედეგები განიხილეს. დაცული ტერიტორიების სააგენტოს საკონსულტაციო საბჭო 16 წევრისგან შედგება; მათ შორის არიან სააგენტოს, გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების, აკადემიური წრეების წარმომადგენლები და ექსპერტები.