ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოსთან შესათანხმებელი და დასამტკიცებლად ვადა ექვსი თვით გადაიწევს
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, მეორე მოსმენისთვის განიხილა და მხარი დაუჭირა სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ კანონში ცვლილებების შეტანას.
პარლამენტის ინფორმაციით, კანონპროექტის თანახმად, სახელმწიფო დაწესებულებებს შესაძლებლობა ექნებათ ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოსთან შეათანხმონ და დაამტკიცონ მოქმედი სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოები 2023 წლის 1 ივლისამდე, ნაცვლად 2022 წლის 1 იანვრისა.
გარდა ამისა, რედაქციული ცვლილება ხორციელდება მოქმედი კანონის მე-3 მუხლში იმისთვის, რომ უფრო მკაფიოდ იკვეთებოდეს აღნიშნული ნორმის შინაარსი, კერძოდ: ისევე როგორც საჯარო დაწესებულებების სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების, ასევე მუნიციპალიტეტის სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების და მათი გამოყენების წესი დამტკიცდება საქართველოს პარლამენტთან არსებულ ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოსთან წინასწარი კონსულტაციების და ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს დადებითი დასკვნის საფუძველზე.