ელენე ხოშტარია: პოლარიზაციის პროცესი პოლიტიკური დაჭერების ფონზე ვერ დასრულდება

“დროას” ლიდერის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, ქვეყანაში პოლარიზაციის პროცესი პოლიტიკური დაჭერების ფონზე ვერ დასრულდება.

„მგონია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ოპოზიციის კოორდინაცია ზოგადად კრიზისულ ვითარებაში და არის საკითხები, რაზეც აბსოლუტურად ერთიანები და კოორდინებულები ვართ. ახლა ნიკა გვარამიას პროცესიდან მოვდივარ, გვარამია-წერეთელი, “ლელოს” ლიდერები პირდაპირ არიან დაჩქარებული პოლიტიკური დევნის ქვეშ. ეს არ არის უცხო არცერთი ქართველი პოლიტიკოსისთვის, არც ტელევიზიებისთვის, მაგრამ ოპოზიცია არ ვაპირებთ ვისხდეთ და ვუყუროთ ამ პროცესს, როგორც ბიძინა ივანიშვილის მორიგ მსხვერპლს. ერთი მინდა ცალსახად ვთქვა, ერთი მხრივ გვესმის, რომ პოლარიზაციის დასრულების სურვილი აქვს მაგალითად პრეზიდენტს. მე მაგალითად უპირობოდ მზად ვარ, რომ ამ თემაზე მას ვესაუბრო, მაგრამ პოლარიზაციის პროცესი ვერ დასრულდება პოლიტიკური დაჭერების ფონზე. ეს დღეები არის პრაქტიკულად ტესტი, რა ხედვა აქვს სალომე ზურაბიშვილს და, ზოგადად, რა მიმართულებით მივდივართ”, – განაცხადა ხოშტარიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები