დავით რეხვიაშვილი: კორონავირუსის ახალ შტამს ცუნამს ადარებენ და ეს ასეა, 2-3-ჯერ მეტი საწოლი გახდება საჭირო, თუ “ომიკრონი“ საქართველოში გავრცელდა

“ახალ შტამს ცუნამს ადარებენ და ეს ასეა, 2-ჯერ და 3-ჯერ მეტი საწოლი გახდება საჭირო, თუ „ომიკრონი“ საქართველოში გავრცელდა”, – ამის შესახებ ციციშვილის ბავშვთა ახალი კლინიკის დირექტორმა, დავით რეხვიაშვილმა „ქრონიკას“ განუცხადა.

მისივე თქმით, რეკომენდაციების დაცვა უმნიშვნელოვანესია.

„ჩვენს კლინიკაში არსებული 175 საწოლი არაფერში ეყოფა იმ მოთხოვნის ზრდას, რაც მოსალოდნელია „ომიკრონთან“ მიმართებაში. ამიტომ, ჩემი აზრით, ამას უნდა დავუპირისპიროთ 2-ჯერ და 3-ჯერ გაზრდილი ნიღბის ხმარების, სოციალური დისტანციისა და ვაქცინაციის მაჩვენებელი“, – განაცხადა დავით რეხვიაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები