ლევან ფერაძე: ეპიდემიოლოგების ვარაუდით, იანვრის ბოლოს, თებერვლის დასაწყისში, “ომიკრონი“ მნიშვნელოვანწილად ჩაანაცვლებს “დელტა“ შტამს

“ნიუ-ჰოსპიტალსის“ ბავშვთა ქირურგიის მიმართულების ხელმძღვანლის, ლევან ფერაძის განცხადებით, სავარაუდოდ, იანვრის ბოლოს, თებერვლის დასაწყისში, “ომიკრონი“ “დელტა“ შტამს მნიშვნელოვანწილად ჩაანაცვლებს.

მისივე თქმით, მასობრივი აცრა მნიშვნელოვანია.

“თანამედროვე მსოფლიოში როცა ვიცით, რომ ამ ვირუსის ნაირსახეობა ე.წ. ომიკრონი არის ევროკავშირში, ინგლისში, ამერიკასა და ისრაელში და ამ ქვეყნებთან ხშირი მიგრაციული პოლიტიკა გვაქვს, წარმოუდგენელია, ჩვენთან ერთეული შემთხვევები მაინც არ იყოს.

ეპიდემიოლოგების ვარაუდითაც, იანვრის ბოლოს, თებერვლის დასაწყისში, ეს შტამი მნიშვნელოვანწილად ჩაანაცვლებს “დელტა“ შტამს. ზუსტად ვიცით ერთი რამ, რომ აცრა, მათ შორის, „ფაიზერი“ შველის, „ბუსტერი“ „ფაიზერის“ შველის და დღესდღეობით, საშუალება, რომ მეხუთე ტალღა არ მივიღოთ, არის მასობრივი აცრა”, – აღნიშნა ფერაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები