მეუფე იაკობი: თუ არა ეკლესიაში, შანსი არ არის ჩვენი შერიგების – ეკლესიაში შერიგება ნიშნავს, რომ ჩვენ ერთმანეთის ღირსებას გავუფრთხილდებით
“ეკლესიაში პატრიარქმა და ჩვენ ვიცით, რა უნდა გაკეთდეს, რომ ერი გავერთიანდეთ, ასე დაყოფილი აღარ ვიყოთ”, – ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა განაცხადა.
მისივე თქმით, შერიგების შანსი ეკლესიაშია, ეკლესიაში შერიგება კი ერთმანეთის ღირსებების გაფრთხილებას ნიშნავს.
“ეკლესიაში პატრიარქმა და ჩვენ ვიცით, რა უნდა გაკეთდეს, რომ ერი გავერთიანდეთ, ასე დაყოფილი აღარ ვიყოთ. ცოტანი ვართ და ყველა ჩვენია. განა არ შემიძლია მართლის და მტყუანის გარჩევა? მაგრამ დღეს ის დროა, მხარეს ვეღარ ირჩევ, ერთი მხარე ავირჩიოთ ეს არის საქართველო, ყველა უნდა დავდგეთ საქართველოსთან. ძალიან კარგად ვიცი, სად არის სიმართლე, სად არის ჭეშმარიტება. თუ არა ეკლესიაში, შანსი არ არის ჩვენი შერიგების. ეკლესიაში შერიგება ნიშნავს, რომ ჩვენ ერთმანეთის ღირსებას გავუფრთხილდებით და დღეს არ ვუფრთხილდებით ერთმანეთის ღირსებას. უნდა ვაღიაროთ ის შეცდომები და დანაშაულებები, რაც ჩვენ ერთმანეთის მიმართ მიგვიძღვის”, – განაცხადა მეუფე იაკობმა.