სამეგრელოს შესახებ გადაღებული ვიდეო მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის კონკურსის გამარჯვებულებს შორის მოხვდა
გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის კონკურსში სამეგრელოს შესახებ გადაღებული პრომო ვიდეო გამარჯვებულებს შორის მოხვდა. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„საქართველომ და განსაკუთრებით – სამეგრელომ გაიმარჯვა.
გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის კონკურსში სამეგრელოს საპრომოციო ვიდეო, მსოფლიოს სხვა ქვეყნებს შორის ერთ-ერთ საუკეთესოდ დასახელდა!
ვიდეო შექმნილია ჩვენი მეგობრებისა და მჭიდრო პარტნიორის USAID/Georgia The USAID Economic Security Program დახმარებით, რისთვისაც უდიდეს მადლობას ვუხდი მათ!“ – წერს მარიამ ქვრივიშვილი.
https://www.facebook.com/mariam.kvrivishvili.5/posts/1929225537276639