საგარეჯოში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა
საგარეჯოში ავტოსაგზაო შემთხვევას 25 წლამდე ბიჭი ემსხვერპლა. შემთხვევა სოფელ გიორგიწმინდაში მოხდა.
თვითმხილველების თქმით, მსუბუქი ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ბუნებრივი აირის მილს შეეჯახა.
გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით მიმდინარეობს.