წალენჯიხაში ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი დაიწვა

წალენჯიხაში,საჩინოს თემში ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი დაიწვა, – ამის შესახებ ინფორმაციას  წალენჯიხის მერა ავრცელებს.

მათივე ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე მუშაობდნენ სახანძრო და სამაშველო სამსახურები. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.

ადგილზე იმყოფებოდნენ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი გია ხარჩილავა და საჩინოს რწმუნებული ბელა კვირკვია.

მერია დაზარალებულებს დახმარებას გაუწევს.

მომხდარ ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები