შრომის უსაფრთხოების საკითხებზე კომპანია „ჯორჯიან მანგანეზში„ ტრენინგი ჩატარდა

შრომის უსაფრთხოების საკითხებზე კომპანია „ჯორჯიან მანგანეზში„ ტრენინგი ჩატარდა. სემინარი „ჯი ემ აკადემიის„ პროექტის ფარგლებში გაიმართა, – ამის შესახებ ინფორმაციას ”ჯორჯიან მანგანეზი” ავრცელებს.

მათივე ცნობით, სწავლებაში მონაწილეობდნენ საწარმოო პროცესების მმართველი ხელმძღვანელები. სწავლების მიზანი იყო, მონაწილეები გაცნობოდნენ მსოფლიოში ტექნიკური უსაფრთხოების თანამედროვე მეთოდებს, რის შემდეგაც ამ გამოცდილებას უკვე მათ დაქვემდებარებაში მყოფ თანამშრომლებს გაუზიარებენ. ტრენინგი კომპანიის თანამშრომლებს საშუალებას მისცემს, გაიღრმავონ თეორიული და პრაქტიკული უნარები, საერთაშორისო სტანდარტების დაცვით გააგრძელონ საქმიანობა, უზრუნველყონ კიდევ უფრო უსაფრთხო შრომის გარემო.

„ ეს არ არის უბრალოდ თეორია. გამოცდილებას, რომელიც რამდენიმე დღის განმავლობაში კვალიფიციურმა ტრენერებმა გაგვიზიარეს, ჩვენ პრაქტიკაში გამოვიყენებთ და ,რაც ყველაზე მთავარია, “ჯორჯიან მანგანეზში” დასაქმებულ სხვა თანამშრომლებსაც გავუზიარებთ. ჩვენს საწარმოში უსაფრთხო გარემოს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, აუცილებელია  – დაცული იყოს დამსაქმებელიც და დასაქმებულიც. ამასთან, წლებთან ერთად მოთხოვნები იცვლება, შრომითი უსაფრთხოების წესების დაცვა მკაცრდება, ამიტომ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ „ჯიემი„ , რომელიც ერთ-ერთი დიდი დამსაქმებელია საქართველოში, აკმაყოფილებდეს უსაფრთხოების წესებს’’, – განაცხადა გრიგოლ ხვიჩიამ, „ჯორჯიან მანგანეზის’’ შრომის და ტექნიკური უსაფრთხოების დეპარტამენტის მენეჯერმა. სემინარი ყაზახურმა Baitau Partners -მა უზრუნველყო.

კომპანია, საქართველოს გარდა, კურსებს ატარებს ყაზახეთში, რუსეთში, აზერბაიჯანში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და დიდ ბრიტანეთში. „ჯორჯიან მანგანეზის„ გადაწყვეტილებით, შრომის უსაფრთხოების კურსს სამომავლოდ ყველა რგოლის თანამშრომელი გაივლის, რაც ხელს შეუწყობს დასაქმებულების კვალიფიკაციის ამაღლებას”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები