მამუკა მდინარაძე – ისტორიის სახელმძღვანელოზე: არ ვიცი, რა ეწყინათ – ის, რომ მეცენატად არის მოხსენიებული ბიძინა ივანიშვილი თუ ქველმოქმედად? – რომელი არ არის მართალი?!

“არ ვიცი, რა ეწყინათ – ის, რომ მეცენატად არის მოხსენიებული ბიძინა ივანიშვილი თუ ქველმოქმედად?”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ მე-9 კლასის ისტორიის სახელმძღვანელოსთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ისტორიის სახელმძღვანელოში ჩანაწერები პოლიტიკოსების ცენზურას არ უნდა დაექვემდებაროს.

“მე არ ვიცი, რა ეწყინა ამ ხალხს – იმ სახელმძღვანელოში რაც ვნახე, ყველა პრეზიდენტზეა საუბარი. პოლიტიკოსების ცენზურას არ უნდა დაექვემდებაროს ისტორიის სახელმძღვანელოში ჩანაწერები და, როგორც ჩანს, “ნაცმოძრაობის” წარმომადგენლები რომ იყვნენ ხელისუფლებაში, მათ ცენზურას დაექვემდებარებოდა, ოღონდ, საკუთარი ინტერპრეტაციით. ცენზურას არ უნდა ექვემდებარებოდეს განათლების სამინისტროს რომელიმე გადაწყვეტილება, მაგრამ აუცილებლად უნდა გავაკრიტიკოთ, თუ იქ იქნება შეფასებები, მაგრამ როდესაც იქ არის ფაქტები, ამ ფაქტებზე ამგვარი ინტერპრეტაციები არ უნდა მოვაყოლოთ. არ ვიცი რა ეწყინათ – ის, რომ მეცენატად არის მოხსენიებული ბიძინა ივანიშვილი თუ ქველმოქმედად? რომელი არ არის მართალი? თუ დემოკრატიულად არ მოხდა ხელისუფლების ცვლილება?”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები