ლარი კვლავ გაუფასურდა
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1179 ლარი გახდა.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 3.1179 ლარი გახდა, კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.0867ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.0312 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.5451 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.4849 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0602 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ძალაში ხვალ შევა.