ექიმი: როგორც სააკაშვილმა მითხრა, შეძლო, 5 წუთის განმავლობაში გაევლო დერეფანში

გორის სამხედრო ჰოსპიტალთან, სახელმწიფო კონსილიუმის ერთ-ერთმა ექიმმა, ელენე გიორგაძემ განაცხადა, რომ მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა.

“ნელ-ნელა, ყველაფერი უკეთესად ხდება. პირველი მცდელობა გვქონდა გუშინ დილით, რომ დერეფანში გაგვევლო, მაშინ ცოტა გაუჭირდა, მაგრამ, როგორც თვითონ მითხრა, გუშინ საღამოს შეძლო, რომ 5 წუთის განმავლობაში, გაევლო დერეფანში”, – აცხადებს გიორგაძე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები