ექიმი – სააკაშვილზე: თავს გრძნობს უფრო მხნედ, აქტიურია, იღებს საკვებს კალორაჟის მიხედვით

კონსილიუმის წევრის, ექიმ ნინო შარაშენიძის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესებულია.

“ამ ეტაპზე, ლაბორატორიული კვლევის შედეგები და თერაპიული სტატუსი მნიშვნელოვნად შეესატყვისება რეაბილიტაციის ვადასა და ჩატარებული თერაპიის მოცულობას. თავს გრძნობს უფრო მხნედ, აქტიურია, იღებს საკვებს კალორაჟის მიხედვით, რასაც აწესებს ენდოკრინოლოგი და იყენებს დაავადებათა მართვის საერთაშორისო გაიდლაინს. რეგულარულად ხორციელდება ლაბორატორიული მონიტორინგის საფუძველზე მისაღები მედიკამენტების პარალელურად კვებისა, დოზირების კორექცია და ასევე მათი ჩამონათვალიც კორეგირდება. კრიზისულ დღეებს რაც შეეხება, ეტაპობრივად, ყოველდღიურად უკეთესად და უკეთესად გამოიყურება”, – განაცხადა ნინო შარაშენიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები